მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძეს თმები ყალყზე აქვს: ,,ევროპარლამენტარებმა სააკაშვილთან დაკავშირებით რა განცხადებაც არ უნდა...

ირაკლი კობახიძეს თმები ყალყზე აქვს: ,,ევროპარლამენტარებმა სააკაშვილთან დაკავშირებით რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ის მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება”

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში “მართლმსაჯულების პოლიტიზებას” ცდილობენ და ამბობს, რომ “ასეთი მცდელობები წარმატებული ვეღარ იქნება”.

“ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან, მათი სახელები და გვარები არ იცვლება, საქართველოში მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ცალკეულ შემთხვევებში, ეს მცდელობა სამწუხაროდ, იყო წარმატებული და ეს ხელს უწყობდა პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ რურუას, მელიას, უგულავას, ოქრუაშვილის შემთხვევა. ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვეღარავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული საქართველოში”, -თქვა მან.

კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა სააკაშვილთან დაკავშირებით რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ის “მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება”.

“ჩვენ არავის, მათ შორის, არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში ნაცმოძრაობის ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა წერტილი. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა”, – ამბობს კობახიძე.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, ლიეტუვის სეიმის წევრები

ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...