მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას

ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას

Published on

დღეს, 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში წინასაარჩევნო ვიზიტის დროს მერობის ოპოზიციონერ კანდიდატზე კობა ნაყოფიაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”

,,მას არავითარი კონატქტი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას? ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს. ნემისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება. თავის დაჩაგვრაა.

მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის. ვერც გააკეთებს, ეს არის ტყუილი. დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ” -განაცხადა მან.

“ღარიბაშვილს კონტროლი აქვს დაკარგული და მისი დღევანდელი განცხადებები”საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია”. გარდა სიძულვილის ენისა, ეს არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება” – წერს ხატია დეკანოიძე Facebook გვერდზე

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...