მთავარისიახლეებისაზოგადოებაბესარიონ აპლიამ „მზაკვრობა“ უწოდა საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, თბილისში განიხილონ პრობლემატური საკითხები

ბესარიონ აპლიამ „მზაკვრობა“ უწოდა საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, თბილისში განიხილონ პრობლემატური საკითხები

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებული ეპარქიის მღვდელმთავარმა ბესარიონ აპლიამ „მზაკვრობა“ უწოდა საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, თბილისში განიხილონ პრობლემატური საკითხები.

ამის თაობაზე ბესარიონ აპლიამ აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა.

„ეს როგორ? მე ამ საკითხს თბილისში განვიხილავ?! ეს საკითხი არა თბილისში, არამედ განიხილება იქ, სადაც 100 წლის წინ გადაწყდა, აი, იქ დავბრუნდებით და იქ დავილაპარაკებთ. მხოლოდ ასე“, – განაცხადა ბესარიონ აპლიამ.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათთვის „წესს და კანონს წარმოადგენს პატრიარქ ტიხონის 1918 წლის განცხადება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენის არამართლზომიერების შესახებ“.

„სადაც გკლავენ, განადგურებენ, იქ წასვლა და საუბარი არ ღირს, ეს არის ჩემი განმარტება. ვფიქრობ, მათი ნდობა არ შეიძლება“, – განაცხადა ბესარიონ აპლიამ.

20 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებულმა ეპარქიის საეკლესიო საბჭომ (АПЦ) საქართველოს საპატრიარქოსგან საპასუხო წერილი მიიღო, საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქ კირილისადმი გაგზავნილ მიმართვაზე.

მასში მღვდელმსახურ ბესარიონ აპლიას საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი პრობლემატური საკითხების თბილისში განხილვას სთავაზობდა.

„მოგახსენებთ რომ, გავეცანით, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორ იცით მტერი ყოფს – ღმერთ კი აერთიანებს. ამიტომ ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემატური საკითხები“, – ნათქვამია მიხეილ ბოტკოველის წერილში.

ამ წლის თებერვალში ბესარიონ აპლიამ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სტატუსის განსაზღვრამდე მსახურება შეაჩერა, თუმცა მალევე განაახლა და თქვა, რომ „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაგვეხმარება აფხაზეთში ავტონომიური ეკლესიის ჩამოყალიბებაში“.

მაშინვე საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ ბესიარიონ აპლიას შეახსენა, რომ იგი მღვდლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და ის არის ქართული ეკლესიის წევრი.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...