მთავარისიახლეებიწინასაარჩევნოდ ხელისუფლება ყოფილ ძალოვანებს აკავებს - ჩხრეკა სამეგრელოში

წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ყოფილ ძალოვანებს აკავებს – ჩხრეკა სამეგრელოში

Published on

მუქარის, შანტაჟის, დაშინებისა და პასპორტების ჩამორთმევის შემდეგ, ხელისუფლებამ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგო სპეცოპერაციების სერია დაიწყო.
გვიან ღამით, ხობში, სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც თბილისიდან საგანგებოდ ჩასული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ხელმძღვანელობდნენ.
დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ და “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.

ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. თუმცა, შამახია მათ სახლში არ დახვდა და ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ შესვლას სახლში. სამართალდამცავებმა შამახიას საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს სანადირო თოფი.
ნაციონალური მოძრაობის თქმით, “ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით აპირებს დაშინებას, თუმცა, არ გამოუვა”

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...