მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შევძელი მათთვის დამეყვირა: "მიყვარხართ!" - მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ვიზუალური მისალმება მოახერხა

“შევძელი მათთვის დამეყვირა: “მიყვარხართ!” – მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ვიზუალური მისალმება მოახერხა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა, რუსთავის ციხესთან მყოფ მის მხარდამჭერებს დანახვებოდა და მისალმებოდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ციხის წინ აქცია მიმდინარეობდა, ხმის გამაძლიერებელში კი “მიშა მაგარია” ისმოდა.

მიხეილ სააკაშვილმა გისოსებიდან მხარდამჭერებს ხელი დაუქნია და გული უჩვენა. მის გამოჩენას ოვაცია და ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკანი საგანგებოდ ისეთ ფლიგელშია შერჩეული, საიდანაც ის გარეთ მყოფი მხარდამჭერების დანახვას ვერ შეძლებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით, სავარაუდოდ, ბადრაგის დახმარებით, მოახერხა მხარდამჭერებს დანახვებოდა და მისალმებოდა.

“დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.
დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!
შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე “ფეისბუქზე”.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...