მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ

მთავრობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ

Published on

“როგორ შეიძლება, ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდო, მიხვიდე ერთერთ აქტივისტთან და დაიჭირო, ეს მაშინ, როდესაც 1 წელი გავიდა, რაც მილიონი წაიღო ესებუამ და ის არ დაუჭერიათ. ესენი სულს ღაფავენ და იკბინებიან ახლა. მთვარობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ. ან ჩემს კონკურენტს როგორც სძინავს სახლში, ასეთ სიბინძურეებს რომ სჩადიან, მოვიდეს და დამიდგეს გვერდით”,-ასე ეხმაურება ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ანზორ მელია ხელისუფლების მიერ სამეგრელოში დაწყებული სპეცოპერაციების სერიას ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ

გვიან ღამით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ და “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.

ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. წაღებულია მისი კუთვნილი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას უკვე წლებია, აქვს.

პოლიციას 20-მდე დასაკავებელი ადამიანის სია აქვს, რომლებიც ოპოზიციის ხმებს იცავენ და არჩევნების გაყალბების სქემას შიფრავენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მუქარის, შანტაჟის, დაშინებისა და პასპორტების ჩამორთმევის შემდეგ, ხელისუფლება ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა დაშინების ამ ფორმაზე გაავიდა.მაგრამ ამაოდ. ეს მხოლოდ ამძაფრებს ხალხის წინააღმდეგობას.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...