მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავენ, პროვოკაციას აწყობენ - მესამე პრეზიდენტი საშიში...

მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავენ, პროვოკაციას აწყობენ – მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ

Published on

ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით.

“რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში” – განაცხადა ბასილაიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა მე-12 ციხე.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს მისი პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

განცხადება გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც  და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ასოციაცია წერს, რომ მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 21 დღეა შიმშილობს.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...