მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიხეილ სააკაშვილი არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში'' - ექსრეზიდენტის პირადი ექიმი

“მიხეილ სააკაშვილი არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში” – ექსრეზიდენტის პირადი ექიმი

Published on

პირადი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ნიკოლოზ ყიფშიძე ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.

“მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს”, – უთხრა ექიმმა ჟურნალისტებს. მისივე აღნიშვნით, მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე მას დაჰპირდა, რომ მიაწვდიდა იმ საავადმყოფოების სიას , სადაც სააკაშვილის გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ადვოკატები აცხადებენ , რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...