მთავარისიახლეებიპოლიტიკამესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი  „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ...

მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი  „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Published on

 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი,  „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაიყვანეს. როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ინფორმაციას გაწვდით პაციენტთან შეთანხმებით და ნებართვით. ბატონ ნიკოლოზს აქვს გულის ქრონიკული დაავადება, ამჟამად არის ამ დიაგნოზის გამწვავება, უტარდება სტაციონარული მკურნალობა, გამოკვლევები. დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს კლინიკას. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრა „მთავარ არხს“ ექიმმა ნიკა ქურიძემ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, მათ მამას მოციმციმე არითმიის ნიშნები ჰქონდა და ოჯახმა გადაწყვიტა „ჩაფიძის გულის ცენტრში“ გადაეყვანა, ერთი დღით, გამოკვლევებისთვის.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მამისთვის განსაკუთრებით რთულია შვილის ნახვა გისოსებს მიღმა.

ნიკოლოზ სააკაშვილი 9 ოქტომბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შვილის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...