კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, აფხაზეთის ეკლესიის თვითგამოცხადებულ წინამძღოლს თბილისში იწვევს

0
298

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ოფიციალური წერილით გამოხატა მზაობა, თბილისში დიალოგის დაწყებისთვის მოიწვიოს აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის თვითგამოცხადებული წინამძღოლი ბესარიონ აპლია – მიქაელ ბოტკოველის საპასუხო წერილი “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბესარიონ აპლიას წერილში, რომელიც მან რუსეთისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს გაუგზავნა, ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთის მართლამადიდებელი ეკლესია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკურ კავშირში იმყოფებოდეს საქართველოს საპატრიარქოსთან, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს უფლებამოსილება ვრცელდებოდეს აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

“1992 წელს, ისტორიული და კანონიკური სიმართლის გვერდის ავლით, მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას და აფხაზეთი განსაზღვრა, როგორც საქართველოს მართლმადიოდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და აღადგენს აფხაზეთის საკათალიკოსო სტატუსს”, – ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელიც სრულიად რუსთა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს ბესარიონ აპლიამ გაუგზავნა.

მამა მიქაელ ბოტკოველის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო არ იზიარებს და კატეგორიულად არ ეთანხმება მიმართვის პათოსს, მაგრამ აღიარებს დიალოგის აუცილებლობას და გამოთქვამს მზაობას, მიიწვიოს ბესარიონ აპლია თბილისში ამ და სხვა საკითხების განსახილველად.

მიქაელ ბოტკოველის საპასუხო წერილი:

წინა სტატია21-22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოს რეგიონში ჩამოდიან – მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა: ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ყოფილი ძალოვნების დაშანტაჟება, დაკავებები და იარაღის ჩადება დაიწყო [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური