მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილი ზუგდიდს ემუქრება: თუ ანზორ მელია გაიმარჯვებს, მოხდება წყვეტა ცენტრალურ ხელისუფლებასთან

ღარიბაშვილი ზუგდიდს ემუქრება: თუ ანზორ მელია გაიმარჯვებს, მოხდება წყვეტა ცენტრალურ ხელისუფლებასთან

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის “წარმოდგენა არ აქვს”,

ანზორ მელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ან ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი — განაცხადა ღარიბაშვილმა.


პრემიერმინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მელია გაიმარჯვებს, შეუძლებელი იქნება მასთან ურთიერთობა და მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის წყვეტა, ეს კი ზუგდიდელებს დააზარალებს.

“დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ამით ხომ დაიჩაგრება ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა — ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში”, — აცხადებს პრემიერმინისტრი.

2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ხმების 46,88% აიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ — 41,15%. ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებშორის, სადაც 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...