მთავარისიახლეებიპოლიტიკაასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო - საქართველო...

ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო – საქართველო ისტორიის სწორ მხარეს ყოფილა. – ზურაბიშვილს სტრასბურგმა მძინარე ცხინვალის თეზისი მოაშლევინა

Published on

 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო  ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების საჩივრები, რომლებიც ქართულ მხარეს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე”, — წერს ის ტვიტერზე.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორცელებდა კონტროლს ამ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

სიახლეები

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...