,, არ გამოვა, ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან”

0
206

 

,,მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე”, — განაცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან პატიმრები, ჩვეულებრივ, კერძო კლინიკებში გადაჰყავთ. ადვოკატი განმარტავს, რომ ისინი სააკაშვილისთვის პრივილეგიებს კი არა, სტანდარტულად დაწესებული პრაქტიკის შესრულებას ითხოვენ.

ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს ხელშეკრულება კერძო კლინიკებთან და ამ ციხეებიდან, რუსთავის აი ამ დაწესებულებიდან ყოველთვის პატიმარი გადაჰყავთ კერძო კლინიკებში. ანუ, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე რაღაცა პრივილეგიას ითხოვს. არა, ეს არის სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა. დამკვიდრებული პრაქტიკა”, — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

,, იუსტიციის მინისტრი არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას. ასე შეაფასა მან რატი ბრეგაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ

“ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხელ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.”

წინა სტატიაღარიბაშვილი ზუგდიდს ემუქრება: თუ ანზორ მელია გაიმარჯვებს, მოხდება წყვეტა ცენტრალურ ხელისუფლებასთან
შემდეგი სტატიაასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო – საქართველო ისტორიის სწორ მხარეს ყოფილა. – ზურაბიშვილს სტრასბურგმა მძინარე ცხინვალის თეზისი მოაშლევინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური