ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

0
281

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 836 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 226 შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ბავშვებშიც. ბოლო ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა 250-ზე მეტ მოზარდს.

გუდაუთის საავადმყოფო

გასული კვირის ბოლოს გამართულ საგანგებო თათბირზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ეპიდსიტუაციის გაუარესება იმით ახსნა, რომ მოსახლეობა არ იცრება, არ იცავს შემზღუდავ ზომებს და ისევ იმართება ხალხმრავალი ქორწილები და სხვა ღონისძიებები. ანქვაბმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ სექტემბრის ბოლოს, როცა ე.წ. „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდნენ, რეკომენდაციების მიუხედავად, ღონისძიებებზე მიიყვანეს სკოლის მოსწავლეები, კაფეები და რესტორნები კი გადავსებული იყო. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კვების ობიექტებს დახურვით დაემუქრა.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 30 198 და გარდაცვალების 434 შემთხვევა.

წინა სტატიაევროპარლამენტარები: სანამ ECHR სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიაიაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ამოიფრქვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური