მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

0
243

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების შესახებ პროკურატურამ განცხადება დღეს გააკეთა.

ბრალი მესამე პრეზიდენტის მე-12 ციხეში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. პროცესს ესწრებოდნენ მისი ადვოკატები.

ახლა უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროკურორები და მიმართავენ თუ არა სასმართლოს აღკვეთის ღონისძიებისთვის, რაც კანონით, ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

თუმცა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასამართლო არ ჩაინიშნება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეეძლება.

წინა სტატიასაქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლის მემორანდუმი სასამართლოსთან [Video]
შემდეგი სტატიანიკა მელია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური