ვინც ხელს აწერს, სააკაშვილის დანაშაულის თანამონაწილეა – კობახიძის იერიში ევროპარლამენტარებზე

0
304

ვინც ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ ევროპარლამენტარების წერილს, დანაშაულის თანამონაწილე ხდება – “ქართული ოცნების” თავმჯდომარის იერიში პარტნიორების მიმართ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს “ევროპული ღირებულებები” არ არის:

ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან”, – თქვა კობახიძემ.

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 ხელმომწერი ჰყავს და მისი ადრესატები ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან.

წინა სტატიაწარმოუდგენელია, რომ ,,ენმ”-ს ზუგდიდში მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს – ირაკლი ჩიქოვანი
შემდეგი სტატიაზუგდიდელ მაკა მაქაცარიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური