ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს – ღარიბაშვილი

0
310

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი პარტიისტვის არ აქვს მნიშვნელობა ევროპარლამენტარების შეფასებებს.

მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ – კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს. ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, სრულად არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის.

სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში – ადგილზე მანდატურის სამსახური გამოიძახეს
შემდეგი სტატიარეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური