მთავარისიახლეებიწარმოუდგენელია, რომ ,,ენმ"-ს ზუგდიდში მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს - ირაკლი ჩიქოვანი

წარმოუდგენელია, რომ ,,ენმ”-ს ზუგდიდში მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს – ირაკლი ჩიქოვანი

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ჩიქოვანს, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვების არ სჯერა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ზუგდიდი ბოროტების ციტადელად აქცია და წარმოუდგენელია, რომ მათ ადგილზე ასეთი მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეთ.

დეპუტატმა მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, სადაც არა ერთხელ გათელა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ფეხები შეაწმინდა მეგრელების და ზუგდიდელების ღირსებას, წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი მხარდაჭერა ადგილზე. არ მესმის, როგორ შეიძლება, ჩვენ ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო აქციეს პრაქტიკულად ბოროტების ციტადელად. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენო მხარდამჭერებო, ჩვენო თანამოქალაქეებო, აუცილებელია, ვიაქტიუროთ, – განაცხადა ჩიქოვანმა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...