მთავარისიახლეებიპოლიტიკაყიფშიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სააკაშვილი იფიქრებს ჰოპსპიტალში გადასვლის საკითხზე

ყიფშიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სააკაშვილი იფიქრებს ჰოპსპიტალში გადასვლის საკითხზე

Published on

რუსთავის #12 დაწესებულებაში დასრულდა საქართველოს მესამე პრეზდიენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეხვედრა, რის შემდეგაც მათ მოინახულეს მსჯავრდებული. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გარდა კონსილიუმის სხვა წევრებმა ციხე კომენტარის გარეშე დატოვეს.

როგორც ყიფშიძე ამბობს, ახლა თავადაც მიდის იუსტიციის სამინისტროში და დაესწრება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრას. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ყიფშიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისე შეაფასეს, როგორც თავად აფასებს. „ანალიზის პასუხები და ყველაფერი განვიხილეთ ციხეში, 2-3 საათის განმავლობაში. რასაც მე ვლაპარაკობ, ზუსტად ისევეა ყველაფერი”, – თქვა მან.

რაც შეეხება სააკაშვილსი ჰოსპიტალიზაციის საკითხს, ყიფშიძე აღნიშნავს, რომ გადაწყვანის საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ არა – დღეს.

„ზუსტად ფორმულირება არ ყოფილა, რომ ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებს. სააკაშვილის პოიზიცია არის ის, რომ ის განაგრძობს შიმშილს და შემდეგი ორი დღის განმავლობაში იფიქრებს ჰოპსპიტალში გადასვლის საკითხზე. ყველა ვთავაზობთ შიმშილობის შეწყვეტას, მაგრამ არაფერი არ გამოდის”, – თქვა ექიმმა

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....