ნინო ლომჯარია: თუკი სააკაშვილის მდგომარეობა გართულდება, სამედიცინო პერსონალი მობილიზებული იქნება

0
282

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას დათანხმდება, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიოს.

ამასთან, როგორც ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

„ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზების და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს, ამიტომ ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამასთან, ლომჯარია განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება მისი ნებართვის გარეშე გაეწიოს.

„თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ, მაგრამ თუ პაციენტი სამედიცინო დახმარებაზე გათვითცნობიერებულად ამბობს უარს, ამ ვითარებაში მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, რათა გართულებები დაზღვეული იყოს“,- განაცხადა.ნინო ლომჯარიამ .

წინა სტატიავინაიდან გართულებების ალბათობა მაღალია და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური