ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში – ადგილზე მანდატურის სამსახური გამოიძახეს

0
325

გინება და დაპირისპირება პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოში ხმაური “ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის პოლიტიკურ განცხადებას მოჰყვა. მმართველი პარტიის დეპუტატმა თავდაპირველად ფრაქცია “ლელოს” წევრს, სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა.

“ქართული ოცნების” წევრმა, შალვა შავგულიძესაც მიმართა გაეხსენებინა, რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება.

ღუდუშაურმაის კრიტიკის ობიექტი მამუკა ხაზარაძეც გახდა. მისი მისამართით საუბრისას “ოცნების” წევრმა თქვა, სესხების გაცემის პირობებზე ისაუბრა.

“ხალხს ყველაფერი ახსოვს”- თქვა მმართველი პარტიის დეპუტატმა და ოპოზიცია “უტიფრებად” მოიხსენია, რასაც “ლელოს” ლიდერების გაღიზიანება მოჰყვა.

თავის მხრივ მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას სუს-იდან გამოჟონილ სკანდალურ ფაილებზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველას უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატი ზიზღის კამპანიასაც შეეხო, რის შემდეგაც ღუდუშაურმა ხაზარაძისკენ გაიწია.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა მანდატურის სამსახურის ჩარევა.

წინა სტატია“უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიავიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური