მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი მე-16 დღეა შიმშილობს . ეს ვიზუალურად ეტყობა, მაგრამ მხნეობას ინარჩუნებს

მიხეილ სააკაშვილი მე-16 დღეა შიმშილობს . ეს ვიზუალურად ეტყობა, მაგრამ მხნეობას ინარჩუნებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს. ავოკატები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან გარკვეული ცვლილებები უკვე ვიზუალურადაც ემჩნევა.

“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა უკვე გასცდა 2 კვირას. შესაბამისად ყოველი დღე მისი ჯანმრთელობისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. გუშინ ექიმმა მოინახულა, იმედია კვლავ მიეცემა მისი მონახულების შესაძლებლობა და ჩვენ უკვე დავეყრდნობით ექიმების განცხადებებს.- თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ

.”მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამის უარყოფითი შედეგები უფრო და უფრო ნათელი ხდება. მათ შორის, გამოსაყოფია საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე და აქედან გამომდინარე, პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ყველაფერის მიუხედავად, მორალურად არის ძალიან მხნედ და მტკიცედ“, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.
მაგრამ თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე… წყალს და ჩაის სვამს – ამის შესახებ გუშინ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.

მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს… რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი…, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინფორმაციით,სამშაბათს შეიკრიბება მულტიფუნქციურ
მედიკოსთა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოიპოვებს.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...