მთავარიUncategorizedირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტისადმი სოლიდარობის ნიშნად მეცამეტე...

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტისადმი სოლიდარობის ნიშნად მეცამეტე დღეა შიმშილობენ. მათი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

Published on

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავს გამომწყვდეული ხელისუფლებას,საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად განაგრძობს შიმშილობას. მასთან ერთად შიმშილობს კიდევ ერთი მსჯავრდებული გიორგი ცააძე

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის მე-13 დღეს უკიდურესად, დამძიმდა. როგორც ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს,, ირაკლი ფირცხალავას გადააგდილება არ შეუძლია, სისხლში შაქრის შემცველობამ დაიწია, თუმცაჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებს.

„მისი მდგომარეობა დამძიმდა, სისხლში შაქრის შემცველობა დაუვარდა, ექიმებმა შესთავაზეს თაფლიანი წყლის დალევა, რაზეც უარი განაცხადა. ჰიპოგლიკემიური კომის საშიშროებაა, რომელიც შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს. ფეხზე ვერ დგას, ვერ საუბრობს, ჰოსპიტალიზაცია შესთავაზეს, თუმცა, აღნიშნულზე ის უარს ამბობს“, – აცხადებს ხვირტია.

მისივე განმარტებით, ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გუშინ, დღეს კი ადვოკატმა მოინახულა. სწორედ, მათგან ფლობს ის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. როგორც ხვიტია განმარტავს, ფირცხალავა ოჯახის წევრებთან ზარის განხორციელების თვიური ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს, რის გამოც, ინფორმაციას მისგან ვერ იღებს.

ნინო ხვიტიას განმარტებითვე, მხოლოდ წყალს იღებს ასევე კიდევ ერთი პატიმარი – გიორგი ცააძეც,მაგრამ სხვა მის შესახებ არაფერი იცის, რადგან სახალხო დამცველის წარმომადგენლს ამისშესახებ მისთვის არაფერი უთქვამს .

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....