გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა

0
284

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

შსს-ის განცხადებით, ის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისა, კერძოდ. კორონავირუსის დადასტურებიდან 10-12-დღიანი იზოლაციის დარღვევისთვის.

ენმ-ის ფოთის მერობის კანდიდატმა 7 ოქტომბერს თქვა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

15 ოქტომბერს მან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხიც გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, აქციის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და, მითუმეტეს, არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ, ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ “გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას”. – დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქზე.

წინა სტატიადიპლომატებთან ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი 30 ოქტომბრის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში გამოვლინდა 5 076 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური