დიპლომატებთან ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი 30 ოქტომბრის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო

0
333

თბილისში, სასტუმრო რუმსში ოპოზიციასა და დიპლომატებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.მას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, სენატის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებიან.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და არჩევნების მეორე ტური იყო.

“საკითხი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, და,ბუნებრივია,  ძირითადად,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. სასიხარულოა, რომ ელჩები, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები არანაკლებ დეტალურადარიან  ინფორმირებული,  ვიდრე  პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც ვართ

და ქართული ოცნება ამ მოცემულობას ძალიან ყურადღებით უნდა იაზრებდეს და გაითვალისწინოს ეს,თუკი ისინი აპირებენ გაიმეორონ ის ძალადობა, ის ენით აღუწერელი სისაძაგლე, რასაც სჩადიოდნენ 2 ოქტომბერს და ახლაც, როცა პატიმარ სააკაშვილს აქციას უწყობენ, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, როდესაც ქართული ოცნება აორგანიზებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე” -განცხადა  მელიამ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიპლომატები დღისგანმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის ლელოს ლიდერთან ანა ნაცვლიშვილთან და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას გამართავენ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე, დილის საათებში დიპლომატები შეხვდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც.

წინა სტატიაამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტად ჩამოდის
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური