ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნითი მდინარე აქციაზე აქტივისტებს სამართალდამცველები უპირისპირდებიან

0
317

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები რიცხობრივად აღემატებოდნენ აქციის მონაწილეებს. ისინი ბიზნესცენტრისკენ მიმავალი გვირაბის შესასვლელიდან აქციის მონაწილეების   გააყვანას ცდილობდნენ და  სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ.  ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, თუმცა სერიოზული ინციდენტების გარეშე.

არსებული  ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის დროს 2 აქტივისტი დააკავეს.

“ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. [ისინი დააკავეს ] როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს”, – განაცხადა  აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა/ .

სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას თქმით ” სირცხვილია,რომ  მიხეილ სააკაშვილი პატიმარია,   ბიძინა ივანიშვილი კი სასახლეში წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა”

აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ დღეს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, პირდაპირ კრემლის პირადი პატიმარი და ბიძინა ივანიშვილმა პუტინის დავალება შეასრულა. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რუსი ოლიგარქის შურისძიება სახელმწიფოსრეფორმატორზე”.

,,ჩვენი  მთავარი მოთხოვნაა,  მიხეილ სააკაშვილი  გათავისუფლდეს ძალიან მალე, რადგან იგი შიმშილობს და ამ საკითხის გადაჭრა დღეების საკითხია. ,,არ დავუშვებთ ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა იგივე ბედი გაიზიაროს, რაც პირველმა პრეზიდენტმა, რომელიც ვერ დავიცავით. ჩვენ ეროვნული და პირადი ღირსების საკითხია, რომ დავიცვათ მესამე პრეზიდენტი. ჩვენი მიზანია იგი რჩევნების მეორე ტურამდე გათავისუფლდეს”, —აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, აქციები იქნება პერმანენტული.

ამ დროისთვის აქცია ბიზნესცენტრთან დასრულებულია. “თავისუფლება მიშას” – აქციის მონაწილეები ოლიგარქის შუშის სასახლიდან რუსთავის ციხესთან გადაინაცვლებენ. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი იქ მივლენ სახელმწიფო დროშებით მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად.

წინა სტატიაირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტისადმი სოლიდარობის ნიშნად მეცამეტე დღეა შიმშილობენ. მათი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზებას ახდენენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური