მთავარიUncategorizedარჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში, ასევე, 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

“ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“ლელო”
“ევროპელი სოციალისტები”
“გახარია – საქართველოსთვის”
“თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)”
“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
“ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება”
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი
ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“გახარია – საქართველოსთვის”
“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი
მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....