მთავარიUncategorizedვიტალი კლიჩკო: სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად...

ვიტალი კლიჩკო: სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს

Published on

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. წერს, რომ მისი ციხეში ყოფნა არასწორი და უკანონოა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს.

“მეგობრებო, თბილისის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. მიხეილს ნამდვილად ჰქონდა შეცდომები, მის გზაზე, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას”,–წერს ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...