მთავარისიახლეებირუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

Published on

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავის მე-17 საპატიმროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. „2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

სიახლეები

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...