მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პროდასავლელი პრეზიდენტი ციხეშია, უკვე 2 კვირაა საქართველოში მისი მხარდასაჭერი აქციები იმართება'' -...

,,პროდასავლელი პრეზიდენტი ციხეშია, უკვე 2 კვირაა საქართველოში მისი მხარდასაჭერი აქციები იმართება” – გერმანული გამოცემა Tagesschau

Published on

გავლენიანი გერმანული გამოცემა Tagesschau თბილისში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე წერს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა სახელწიფოს ყოფილი მეთაურის გათავისუფლების მოთხოვნით.

“პროდასავლელი სააკაშვილი ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით, ოქტომბრის დასაწყისიდან ციხეშია. სააგენტო AFP (ფრანს პრესი) იუწყება, რომ სულ მცირე 50 000-იანი მსვლელობა გაიმართა საქართველოს დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. “თავისუფლება სააკაშვილს” და “არა პოლიტიკურ დევნას” – ესაა წარწერები აქციის მონაწილეების ბანერებზე.

53 წლის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამდენიმეწლიანი დევნილობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის დაიჭირეს. ექს-პრეზიდენტმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. უკვე 2 კვირაა საქართველოში მისი მხარდასაჭერი აქციები იმართება. სააკაშვილი სამშობლოში თვითმმართველობის არჩევნების დროს დაბრუნდა.

ამ არჩევნებში მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ხმების 46,7 %, ხოლო ოპოზიციამ ჯამში 53,3% აიღო. ხმის მიცემის მეორე ტური დიდ ქალაქებში 30 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, “დემოკრატიის აღსადგენად” გაერთიანდნენ”, – წერია სტატიაში.

ავტორი ასევე არჩევნების შემდგომ ეუთოს მიერ გაკეთებულ შეფასებას მოიშველიებს, რომლის თანახმადაც “არჩევნებში გადაცდომებს” ჰქონდა ადგილი.

“სააკაშვილის დაუძინებელი მტერი, ბიძინა ივანიშვილია, ქართული ოცნების დამაარსებელი. ეუთოს დამკვირვებლები აღნიშნავენ ამ არჩევნებში მასიურ მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, ოპოზიცია მიუთითებს მასობრივ ფალსიფიკაციაზე.

სააკაშვილი თავისი მმართველობის წლებში (2004-2013) ქვეყნის განვითარებას დასავლურ კურსში ხედავდა. 2018 წელს მას დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. თავად სააკაშვილი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს”, – წერს ავტორი.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...