ირაკლი კობახიძე: ,,სააკაშვილი არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები”

0
559

,,რეალურად, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე -განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ციხეში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. –  იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი 2012 წლამდე, როდესაც ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე, ის არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, შესაბამისად ჩაერევიან.

სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, გამომდინარე იქედან, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. 2 კვირა გვექნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ეს თემა დარჩება აქტუალური, მაგრამ როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი, რანაირად შეინარჩუნებს აქტუალობას? ნაცმოძრაობა იქნება ნული აქტუალობით მოსარგებლე ძალა. მანამდე, ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც დაკავშირებულია ნაცმოძრაობის ყოფნასთან ხელისუფლებაში და ოპოზიციაში.- თქვა ირაკლი კობახიძემ ,, იმედის” ეთერში

 

 

წინა სტატიაროგორ იტყუებს ხელისუფლება თავს: მაქსიმალური ძალისხმევით  შეძლეს, სადღაც, 13 ათასი ადამიანისთვის მოეყარათ თავი.
შემდეგი სტატიავიტალი კლიჩკო: სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური