გომბორის უღელტეხილზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ არის

0
215

მთავარი არხის ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე “მაზდას” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა თვითმხილველების თქმით, ავტომანქანაში რამდენიმე პირი იჯდა, რომლებიც თბილისიდან თელავში ბრუნდებოდა.

მათ ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოახერხეს. ადგილზე ამ წუთებში მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.

რა გახდა აალების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი ბუნებრივ აირზე მუშაობს და არ არის გამორიცხული, რომ ცეცხლის გაჩენა სწორედ ამან გამოიწვია.

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას – ევროპარლამენტარების წერილი ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაროგორ იტყუებს ხელისუფლება თავს: მაქსიმალური ძალისხმევით  შეძლეს, სადღაც, 13 ათასი ადამიანისთვის მოეყარათ თავი.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური