,,ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის”- მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი ციხიდან

0
342

,,თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ციხიდან , რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ წაიკითხა/

,,მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.

​რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის…” – წერს პრეზიდენტი სააკაშვილი

იგი ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს და მათ სთხოვს, თვის ბოლოს ერთი კვირით მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. სააკაშვილის თქმით, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ემიგრანტების ჩამოსვლა გადამწყვეტ უპირატესობას მოიტანს ხმების დაცვასა და მის მხარდაჭერაში.

“მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირიში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

წინა სტატიაპოლონეთის სეიმმა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართა
შემდეგი სტატიასაჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ააიპის თანამშრომლები – ვინ დახვდა თბილისისკენ მიმავალ კოლონას ცოცხებით?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური