“ვინ არის პეტიცია? არ მოვაწერ”, – ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე

0
282

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მიხხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი, მიტროპოლიტი ამბობს, რომ “პოლიტიკურ აფერისტებს არ აფასებს”.

“სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ჯოჯოხეთი გაუქმდება ფაქტიურად და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე…

მე პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ”, – თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, მოაწერს თუ არა ხელს პეტიციას, მან ასე უპასუხა:

“ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ”, – თქვა მეუფე სტეფანემ.

მართლა რა თქვა, თუ იცის?

პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

 

წინა სტატია“თავისუფლება მიშას” – მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე ზუგდიდიდან რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა გაემგზავრა [Video]
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური