მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავის მე-17 კოლონიაში ხანძარი და ბუნტია, ხალხი ღელავს, ხომ არ არის ეს...

რუსთავის მე-17 კოლონიაში ხანძარი და ბუნტია, ხალხი ღელავს, ხომ არ არის ეს მცდელობა, რამე ავნონ პრეზიდენტ სააკაშვილს

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია. არსებული ინფორმაციით,  ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდა იუსტიციის მინისტრი. ჟურნალისტები ელიან, როდის მიეცეათ შესაძლებლობა დაუსვან მინისტრს კითხვა შესაძლო ბუნტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ხანძარსმ პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია  ხანძრის ლოკალიზების  შესახებ, თუმცა ადგილზე ამ დრომდე სახანძრო სამსახურის განსაკუთრებული მობილიზებაა.

როგორც კი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხალხს აღეძრა  კითხვა, ხომ არ არის   იგი ხელოვნურად გამოწვეული, რომ ციხეში გამომწყვდეულ პრეზიდენტს ავნონ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა მიშას თმის ღერი ჩამოუვარდეს..

უწყებაში აცხადებენ, რომ N17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან მოშორებით მდებარეობს და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ პატიმრები ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ელექტროენერგიის აღდგენისთანავე შეძლებენ.

ხანძარი  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღის 3 საათისთვის  პირველადი ინფორმაციით,  სასადილოში გაჩნდა”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზეადასტურებს, რომ “მისი  ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს.”

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...