მთავარისიახლეებიპოლიტიკამინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად...

მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო – ანზორ მელია

Published on

“ამ ტრიბუნიდან მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო”  – ზუგდიდში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ანზორ მელია თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა  და გაანაცხადა,რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია, რადგან მათ “სხვა უფლება არ აქვთ”.

ანზორ მელიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ ვიცი, ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემ გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და მე ვიგრძენი, რომ მე ზუგდიდელი ვარ და მე მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მე ზუგდიდს, როგორც საქართველოს არასოდეს ვუღალატებ, არასოდეს ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა. მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის, ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ მან “მწარედ მოატყუა”.

ბიძინა ივანიშვილო მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, როგორ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე, ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები, ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ იმ კლოუნადას, შურს, ზიზღს, დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ ძალიან მაღლა, როდესაც თქვენ წახვალთ”,-თქვა ანზორ მელიამ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...