მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

Published on

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. ევროპარლამენტარის თქმით, მას სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების არ სჯერა.

“მე არ მჯერა იმ ბრალდებების, რომლის მიხედვითაც მას თავის ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა. მას საქართველოში დაბრუნების ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა, ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად სხვა დონეზე აიყვანა [მთავარი არხის თარგმანი]”, — განაცხადა ანა ფოტიგამ.

ამასთან, ანა ფოტიგა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სააკაშვილს “წესიერად” მოქცევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუხლების დამატებით ემუქრება, “უკიდურესად პოლიტიკურსა” და ნაჩქარევს უწოდებს.

“პირველ რიგში, ჩემი აზრით, პრემიერმინისტრის სიტყვებიც, რომელიც მან ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთანავე წარმოქმნა, უკიდურესად პოლიტიკური ხასიათის იყო. მან ჯერ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის მიმართ და შემდეგ იმავე დროს გამოთქვა თავისი მოსაზრებები იმ თემებზე, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს. ეს, მე ვიტყოდი, ნაჩქარევი ქმედება იყო [მთავარი არხის თარგმანი]”, — ამბობს ევროპარლამენტარი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...