მთავარიUncategorizedკოლონას მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შორის რაიმე ინცინდენტის პრევენციის მიზნით დავხვდით ...

კოლონას მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შორის რაიმე ინცინდენტის პრევენციის მიზნით დავხვდით – საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა, რომელიც სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა, რათა ინციდენტი არ მომხდარიყო მოქალაქეებს შორის.

მისი სიტყვებით, შემთხვევით შეიტყო, რომ მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა ავტოკოლონისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავდნენ და საჭიროდ ჩათვალა მათ გაჰყოლოდა:

„ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩვენ ვერ დავუშლიდით წასვლას… მშვიდობიანი აქცია ჰქონდათ მოქალაქეებს და ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ამიტომ წამოვყვევით ჩვენ [საკრებულოს წევრები]. ჩვენ ყველა ზუგდიდელები ვართ და ეს რომ დასრულდება, ერთად უნდა ვიცხოვროთ ისევ და არ მინდოდა ინციდენტი მომხდარიყო”, – განაცხადა ედიტა კოდუამ.

მისი ინფორმაციით, აქციას პოლიცია აკონტროლებდა და ინციდენტი არ მომხდარა. როგორც საკრებულოს წევრი ირწმუნება, აქცია მალევე დასრულდა და უკვე სამტრედიიდან ზუგდიდში ბრუნდებიან.

პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ, რომელიც სამეგრელოდან თბილისში მიმავალ კოლონის ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფება, გავცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიასთან მათ საპროტესტო აქცია მოუწყვეს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ,

მისი ინფორმაციით, სამტრედიაში დაახლოებით 40 ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებსაც ხელში ცოცხები ეჭირათ. ანა წითლიძის თქმით, მათ შორის იყვნენ ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...