ბათუმში ჩამონგრეული სახლის სრული დემონტაჟი განხორციელდება

0
224

ბათუმის მერიამ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული 7-სართულიანი სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებამ მიიღო.

როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში აცხადებენ,  სამხარაულის ექპსერტიზის თანახმად, კორპუსი ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება.

სახლის დემონტაჟისა და სპეციალური პროექტის განსახორციელებლად 500 ათასი ლარი გამოიყო.

ამჟამად 53 ოჯახი დრობიეთ გასახლებულია. ნაწილი ქირით, ნაწილი სასტუმროებში და ნაწილიც ნათესავებთან ცხოვრობს.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლი ლელა სურმანიძე ამბობს, რომ  დაღუპულების ოჯახებს, აჭარის მთავრობის ფონდიდან 10 ათასი ლარი უკვე გამოეყოთ. შემდეგ კონპენსაციას მიიღებს 53 -ვე ოჯახი.

ლელა სურმანიძის თქმით,  პირველადი დასკვით ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე, მემედ აბაშიძისა და კლდიაშვილის ქუჩებზემდგარი ორი კორპუსი ავარიული არ არის და მდგრადია. თუმცა ექსპერტების რეკომენდაციით, გარკვეული დროის შემდეგ მდგრადობის შესამოწმებლად  ჩატარდება დამატებითი კვლევა, რომლის საფუძველზეც გახდება ცნობილი შესაძლებელი იქნება თუ არა შენობების ფუნქციური გამოყენება.

ამ დროისთვის მომიჯნავე კორპუსის მაცხოვრებელბიც დრობით გაყვანილი არიან და მათი ქირის საფასურს მერია დაფარავს მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

 

წინა სტატიაზუგდიდში რომ ვერ გაბედეს, კოლონას სამტრედიასთან ,,გადაუკეტეს” გზა – ოცნების ხელისუფლება ისევ ცოცხებს ებღაუჭება
შემდეგი სტატიაკოლონას მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შორის რაიმე ინცინდენტის პრევენციის მიზნით დავხვდით – საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური