მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში, ანდობს თუ არა ხალხი მათ პრეზიდენტის ჯანმრთელობას...

ვინ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში, ანდობს თუ არა ხალხი მათ პრეზიდენტის ჯანმრთელობას ?

Published on

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილოს. ინფორმაცია ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააჟღერა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია იმ ექიმებს შეხვდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთვებიან.

საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმის წევრები იქნებიან:

შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ ფაღავა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;

დავით მეტრეველი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;

ალექსანდრე ცისკარიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;

ნინო შარაშენიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში.

ასევე ნიკოლოზ ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, რომელიც უკვე სამი დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შედის და შესაბამის ნებართვას ელოდება.

დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეხვედრის შესახებ კომენტარებს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, გამოიყოს ექიმების შესაბამისი ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პერიოდულად დააკვირდება.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არაა მისი ჯანმრთელობა ციხის ექიმებმა შეამოწმონ და მათთან კონტაქტზე უარს არ ამბობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას კი არ აძლევენ.

” სპეკულაციებია საუბარი რაღაც ექიმების გუნდზე, როცა მისი პირად ექიმის არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი”, – თქვა გიორგი გელხაურმა.იგი არ გამორიცხავს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძეს, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, საერთოდ არ მისცენ საპატიმროში, მოშიმშილე პრეზიდენტის ნახვის უფლება:

გამორიცხული არაფერი არ არის იმიტომ, რომ კარგად ვიცით როგორ იქცევა ქართული ოცნების ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, შესაბამისად შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა ცხადია ეს იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მითუმეტეს იმ პიროებებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს” – ამბობს ადვოკატი

ნიკოლოზ ყიფშიძე უკვე მესამე დღეა ადმინისტრაციისგან, ციხეში შესვლის ნებართვას ელოდება.

ამ ფონზე თანდათან უარესდება მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს შიმშილობის მე-13 დღეა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...