მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ კორძაია მატროსოვის ციხეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს ...

თამარ კორძაია მატროსოვის ციხეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს ხვდება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქმეზე დაკავებულ სამ პირს ამ წუთებში დეპუტატი თამარ კორძაია ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვდება.

,,ადამიანურად მინდა გავიგო, როგორ გრძნობენ თავს, რა გზავნილები აქვთ. შევდივარ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. ვთვლი, რომ ეს ადამიანები ყურადღებას იმსახურებენ. ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაში, ისინი სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ამ ყველაფერში”- აცხადებს დეპუტატი.

მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს გამოძიება დანაშაულის დაფარვას, ხოლო ელგუჯა ცომაიას კი მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანას ედავება.

დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია და ისინი “ქართული ოცნების” პოლიტიკური ტყვეები არიან.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...