მთავარისიახლეებიიუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სააკაშვილის უფლებების დაცვის გამჭვირვალობის მიზნით ექიმების ჯგუფის გამოყოფას თხოვს

იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სააკაშვილის უფლებების დაცვის გამჭვირვალობის მიზნით ექიმების ჯგუფის გამოყოფას თხოვს

Published on

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, “საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელოს პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი”.

უწყება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს – გამოიყოს ექიმების შებამისი ჯგუფი,რომლებიც პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობას პერიოდულად დააკვირდება. იუსტიციის სამინისტრო ასევე თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს სახალხო დამცველსაც და პროცესში აქტიურად ჩართვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს თხოვს.

განცხადება სრულად:

ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ციხეში მესამე პრეზიდენტი მე-13 დღეა შიმშილობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...