მთავარისიახლეებიპოლიტიკადმიტრო კულება: მიხეილ სააკაშვილზე ჩვენი გადაწყვეტილება, შესაძლოა, არა მხოლოდ ექსტრადიცია იყოს

დმიტრო კულება: მიხეილ სააკაშვილზე ჩვენი გადაწყვეტილება, შესაძლოა, არა მხოლოდ ექსტრადიცია იყოს

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს დაკავებულ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს.

კულებას თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს და ამბობს, რომ მასთან რამდენჯერმე საუბარიც შეძლეს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს მასთან დაუბრკოლებელი წვდომა აქვს. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რომლებშიც ცხადად გავიგეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია”, – თქვა კულებამ.

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ისინი სააკაშვილის საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობენ და მიდგომას არჩევენ.

“კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვალს და ეს შეიძლება მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს”, – თქვა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები ქვეყანაში მისი დაბრუნებისთვის იმუშავებენ – “როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება”

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...