მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბოკერია ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს...

,,ბოკერია ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი!” – თაკო ჩარკვიანი

Published on

,,ბოკერია მაინც სულ სხვაა. ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, “კეთილშობილებო”, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის – მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?! – წერს სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას იმ განცხადების პასუხად, რომ  არ უერთდება ხვალ, 14 ოქტომბერს ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება.

ბოკერია განმარტავს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შეწყდეს, მაგრამ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ფიგურებმა, ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა სამწუხაროდ, შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და ამის  გარეშე მეორე ტურებს აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალურად და ამიტომ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და სწორი მიდგომაა”.

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...