მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ძველ ბათუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი ბათუმი აშენდა. მათი თქმით, აჭარა მიხეილ სააკაშვილის წინაშე ვალშია.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

“თავისუფლება მიშას“- სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ და ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს, ერთობლივი მიმართვა გვაქვს შემუშავებული. უარი ვუთხრათ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც საქართველოში გამეფებულია. განსაკუთრებით ჩვენი კუთხე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვალშია, რომელმაც ძველ ბათუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარა და ახალი ბათუმი ააშენა. ამ ყველაფრის ავტორი უკანონო პატიმრობაშია, ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიეცეს თავისუფლად პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, ის დღევანდელ რეჟიმს აპროტესტებს”,- აცხადებს პროფესორი ოთარ ცეცხლაძე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...