რუსთავის ციხესთან აქტივისტები იკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო წესით კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ 

0
276

რუსთავის მე-12-ე პენიტენიცურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. სამოქალაქო აქტივისტებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ისინი მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო წესით კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

თავისუფლება მიშას - აქცია რუსთავის ციხესთან- ფოტოკოლაჟი | TV პირველი

ამის გარდა, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა 8 საათის შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრება დააანონეს. აქტივისტები მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. მათი თქმით, ექსპრეზიდენტი პირადად ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პატიმარია და ის დაუყოვნებლიც უნდა გათავისუფლდეს.

მიხეილ სააკაშვილი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარი. მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს და ჩვენ მოვითხოვთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სასწრაფო ღონეს მიმართოს საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა და გადაიყვანონ ეს ადამიანი საავადმყოფოში. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პრეზიდენტის მახარდამჭერები თუ სხვა, არ დავუშვებთ იმას, რომ რუსეთმა და მათმა ინტერესებმა მოგვიკლას კიდევ ერთი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში, – ამბობს მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე კუპრავა.

წინა სტატიაგია  ვოლსკი ,,საცივში ჩაყოფილ თავებზე” და ცალკეული ოპოზიციური პარტიების  გადაწყვეტილებაზე არ შეუერთდნენ  14 ოქტომბრის აქციას
შემდეგი სტატიახელისუფლებამ მორიგ ჯერზეც დაარღვია პირობა -ლილუაშვილი პარლამენტში არ მივა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური