რას ამბობენ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის საკითხზე

0
247
 ხელისუფლების წარმმადგენლები არცთუ ხალისით ( ეს მათ დისკომფორტს უქმნის მამხილებლური ხასიათის გამო)  პასუხობენ მედიის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებენ რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილის გამო .

,,ყველა, ვინც საუბრობს და ამბობს “თავისუფლება მიშას”, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ვინც დღეს ამბობს “თავისუფლება მიშას” დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი, თავისთავად [ევროპარლამენტარებიც]. სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი, დავადგინოთ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი. – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

,,იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმის განმუხტვაზერ საუბარი. აქ დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული… სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა.” – ამბობს იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

,,მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით.იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, სამწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც მე-12 დღეა შიმშილობს.

წინა სტატიაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს ხარისხიან სასწავლო პირობებს სთავაზობს [Video]
შემდეგი სტატია,,მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები. ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო”. – გიგი უგულავას წერილი მიხეილს საკაშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური