,,მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები. ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო”. – გიგი უგულავას წერილი მიხეილს საკაშვილს

0
301

გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში მისწერა.

,,მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს.ახლა შენით ისე ვამაყობ, როგორც არასდროს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან.

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს.

აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს,

გიგი.”

ისინი, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა მიეცათ  ამბობენ სააკაშვილს გიგიუგუავას წერილის წაკითხვისას “თბილი ემოცია” ჰქონდა.

 

წინა სტატიარას ამბობენ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის საკითხზე
შემდეგი სტატია ზარის უფლების შეზღუდვა მოხდა დასაბუთების გარეშე, მხოლოდ იმ შიშით, მიშამ შეიძლება, ციხიდან  მოწმეებს დაურეკოსო.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური