საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციას ხელი დედა სიდონიამაც მოაწერა.
“ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს წინ უნდა ვიყუროთ, წინ!” – წერს დედა სიდონია საკუთარ Facebook-ზე
დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.
პეტიციასშეუერთდა დეკანოზი თამაზ ლომიძეც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან და ხელისუფლების განცხადებები ამას ადასტურებს.