მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი სიძულვილით შეპყრობილი, ვიწრო მსოფლმხედველობისა...

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი სიძულვილით შეპყრობილი, ვიწრო მსოფლმხედველობისა და აზროვნებისაა -ბიზნესმენი ფადი ასლი

Published on

,,ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

ვფიქრობ, რომ ყველა ის პატიმარი, რომელთა დაპატიმრებასაც პოლიტიკური სარჩული უდევს, ასევე უნდა გათავისუფლდეს”. – წერს ბიზნესმენი ფადი ასლი

,,ვფიქრობ, რომ ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ბრალი წარედგინათ და პატიმრობა მიესაჯათ, ამნისტია უნდა შეეხოთ.

ვფიქრობ, რომ ყოფილი მთავრობის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გადასახლებულნი არიან, საქართველოში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეთ.

ვფიქრობ, რომ ყველა ოპოზიციური ჟურნალისტი და მედიის მფლობელნი, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი, ბრალი უნდა მოეხსნათ.

ვფიქრობ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც ქონება ან ბიზნესები ჩამოერთვათ ამ მთავრობის მიერ, უნდა დაუბრუნდეთ მათი ბიზნესები და ქონება.

ვფიქრობ, რომ ამ მთავრობის ყველა მაღალჩინოსანს უნდა შეეხოს ამნისტია იმ დანაშაულებებზე, რომლებიც შესაძლოა ჩაიდინეს.

ვფიქრობ, რომ გულწრფელი ეროვნული შერიგება საქართველოში, იხსნის ქვეყანას რეგრესისგან.

მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი სიძულვილით შეპყრობილი, ვიწრო მსოფლმხედველობისა და ვიწრო აზროვნებისაა, რომ ეს გააცნობიეროს და იმოქმედოს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად” –   წერს ფადი ასლი

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...